ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მთავრობის ადმინისტრაციაში ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის ელჩები მივიდნენ

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში "აგენტების კანონის" განხილვის ფონზე მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრთან შესახვედრად მივიდნენ ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს ელჩები. მთავრობის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ შეხვედრა რამდენიმე დღის წინ დაიგეგმა და ის არ უკავშირდება პრემიერ-მინისტრის 14 აპრილის ინიციატივას "აგენტების კანონის" შესახებ საჯარო დისკუსიის გამართვის შესახებ.
მედიაში ვრცელდება ინფორმაცია რომ შეხვედრის მიზანი დემარშის გამოცხადებაა - ამ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია არ ადასტურებს. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, შეხვედრის დასრულების შემდეგ, მთავრობის პრესსამსახური ინფორმაციას გაავრცელებს.
უახლოეს წარსულში ევროკავშირის ყველა ქვეყნის სახელით დემარში ევროკავშირის ელჩმა ორჯერ გამოუცხადა საქართველოს მთავრობას.
· 2023 წლის მაისში რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილების გამო.
· 2023 წლის თებერვალში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.
დემარში რომელიმე სახელმწიფოზე ან ხელისუფლების ორგანოზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით დიპლომატიური პროტესტია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.