ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ელჩები მთავრობის ადმინისტრაციაში მივიდნენ

მთავრობის ადმინისტრაციაში პარტნიორი ქვეყნების ელჩები მივიდნენ. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ამ წუთებში საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და უცხოელი დიპლომატების შეხვედრა მიმდინარეობს.
უფრო კონკრეტულად, მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს რობინ დანიგანს, დიდი ბრიტანეთის ელჩს მარკ კლეიტონს და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს პაველ ჰერჩინსკის ხვდება.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.