მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია მიმდინარეობს – მოქალაქეები ხელისუფლებას მიმართავენ კითხვით: „რით გვწამლავდით?“

მთავრობის ადმინისტრაციის წინ აქცია მიმდინარეობს, სადაც მოქალაქეები ხელისუფლებისგან ითხოვენ პასუხს კითხვაზე: „რით გვწამლავდით?“.
აქციის მონაწილეები ასევე, მოუწოდებენ შესაბამის უწყებებს, დაიწყონ გამოძიება.
მოქალაქეების განცხადებით, BBC-ის გამოძიების ფონზე აუცილებელია საჯაროდ გამოცხადდეს იმ ქიმიური ნივთიერებების ჩამონათვალი, რომლებიც, მათი თქმით, გამოიყენებოდა პროტესტის მონაწილეების დასაშლელად.
„2024 წლის დეკემბრის აქციების შემდეგ ათიათასობით დემონსტრანტს ერთნაირი, უცნაური სიმპტომები განუვითარდა იმ ქიმიური ნაერთების ზემოქმედების შედეგად, რომლებითაც სამართალდამცველები თავისუფლების გამოხატვის შეზღუდვას ცდილობდნენ. ბევრმა მათგანმა სამედიცინო დაწესებულებებს მიმართა, სადაც დაფიქსირდა არაერთი გაურკვეველი ცვლილება, მათ შორის – სისხლის ანალიზებში“, — აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

ასევე დაგაინტერესებთ

სიმონ ჯანაშია: დაგვაბრუნეს 90-იანი წლების დასაწყისში, სადაც მხოლოდ ერთი სახელმძღვანელო იყო და სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა ამ სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი ან პედაგოგიკის ცოდნა

ანდრეი სიბიგა: რუსეთის ბარბაროსული დარტყმები უკრაინა-პოლონეთის სასაზღვრო პუნქტზე – ეს პუტინის ტერორის “კაკუნია” ევროკავშირისა და ნატო-ს კარზე – რუსი ბარბაროსები თქვენს კართან არიან