რუსთაველის გამზირზე უწყვეტი პროტესტის დაწყებიდან ერთი წლის თავზე აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, უწყვეტი პროტესტის დაწყებიდან ერთი წლის თავზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციას საზოგადოებრივი მაუწყებლისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიებიდან საპროტესტო მარშები შეუერთდნენ. რუსთაველის გამზირი გადაკეტილია.
დემონსტრანტებს მოტანილი აქვთ სხვადასხვა შინაარსის ბანერები: “გადადგეს რეჟიმი”, “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს” და ა.შ.
მარშების გამოჩენას მოქალაქეებში ოვაციები და შეძახილი მოჰყვა.
“ბოლომდე, ბოლომდე”, – სკანდირებენ აქციის მონაწილეები.
მოქალაქეები უწყვეტი პროტესტის ერთი წლის თავზე უცვლელ მოთხოვნებს აჟღერებენ – დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.
პარლამენტთან საპოლიციო ძალებია მობილიზებული.
შეგახსენებთ, 28 ნოემბერს 1 წელი გავიდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებიდან, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში აღარ დადგება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.
აღნიშნულ განცხადებას მოჰყვა პროტესტი, რომელიც უკვე 366 დღეა გრძელდება.
მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით იკრიბებიან – დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – „დიპ სტეიტის“ გეგმა საქართველოში საკუთარი აგენტურის გამოყენებით რუსოფობიის ხელოვნურად გაღვივებასთან დაკავშირებით არის ქვეყნის, ქართველი ხალხისა და მისი სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიტანილი შტურმის თვისებრივად ახალი ეტაპი