ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მთავრობამ „მომავლის ენერგიას“ დმანისში ჰესის ასაშენებლად მიწები 49 წლით გადასცა - განკარგულება

საქართველოს მთავრობამ კომპანია „მომავლის ენერგიას“ დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში 4.8 ჰა-ის ფართობის 4 მიწის ნაკვეთი აღნაგობის უფლებით 49 წლით გადასცა.
მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული პრემიერის 575-ე განკარგულების მიხედვით, მიწის ნაკვეთების სანაცვლოდ კომპანიამ 49 წლის განმავლობაში ყოველწლიურად 15 366 ლარი უნდა გაიდაიხადოს. ამასთან, განკარგულებით გადაცემული უძრავი ქონება „მომავლის ენერგიამ“ 2022 წლის 9 მარტს მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული ჰიდროელექტროსადგური „მაშავერა 3 ჰესი“ უნდა ააშენოს და ამ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში ექსპლუატაციაში უნდა გაუშვას.
“მაშავერა 3 ჰესის“ ჰიდროელექტროსადგურის პროექტის დეტალებთან დაკავშირებით bm.ge „მომავლის ენერგიის“ წარმომადგენლებსაც მიმართავს და მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

არქივის შესახებპირველწყარო: bm.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.