ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მთავრობამ „მომავლის ენერგიას“ დმანისში „მაშავერა 2“ და „მაშავერა 3“ ჰესის ასაშენებლად მიწები 49 წლით გადასცა

საქართველოს მთავრობამ კომპანია „მომავლის ენერგიას“ დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში 4.8 ჰა-ის ფართობის 4 მიწის ნაკვეთი აღნაგობის უფლებით 49 წლით გადასცა, ხოლო სოფელ განთიადში, დიდ დმანისსა და ამამლოში 7 მიწის ნაკვეთი.
მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული პრემიერის განკარგულებების მიხედვით, მიწის დმანისში არსებული მიწის ნაკვეთების სანაცვლოდ კომპანიამ 49 წლის განმავლობაში ყოველწლიურად 15 366 ლარი უნდა გადაიხადოს, ხოლო 7 მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ წლიურად 7 301 ლარი.
ამასთან, განკარგულებებით გადაცემული უძრავი ქონება „მომავლის ენერგიამ“ 2022 წლის 9 მარტს მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული ჰიდროელექტროსადგურები „მაშავერა 2 ჰესი“ და „მაშავერა 3 ჰესი“ უნდა ააშენოს და ამ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში ექსპლუატაციაში უნდა გაუშვას.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.