“”მთავარ არხთან“ თანამშრომლობა დავასრულე”- სად იწყებს მუშაობას ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემა “სხვა ნანუკა“ „მთავარ არხზე“ აღარ გავა – ამის შესახებ ინფორმაცია “პრაიმ ტაიმთან“ ნანუკა ჟორჟოლიანმა თავად დაადასტურა.

მისი განცხადებით, ახალი სეზონიდან გადაცემა სხვა არხზე გავა. ნანუკა, ამ ეტაპზე, მოლაპარაკებებს „ფორმულასთან“ და „ტვ პირველთან“ აწარმოებს.

“ახალ სეზონზე, გადაცემა “მთავარ არხზე“ , სავარაუდოდ, არ გავა. ახლა, ეთერში ობიექტური მიზეზების გამო, აღარ გავდივართ, ფიზიკურად ვეღარ ვახერხებ გადაცემის ჩაწერას. ახალი სეზონიდან, გადაცემა სხვა არხზე გავა. ორივე არხთან მაქვს მოლაპარაკება, როგორც “ფორმულასთან“, ასევე, “ტვ პირველთან“.

– მთავართან დაასრულეთ თანამშრომლობა?

კი, კი. ახლა მოლაპარაკებებს ვაწარმოებ “ტვ პირველთან“ და “ფორმულასთან“,- აცხადებს ნანუკა ჟორჟოლიანი.

წყარო: primetime.ge

ასევე დაგაინტერესებთ

სოფლის მეურნებაში ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით ათჯერ არის გაზრდილი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რის შედეგადაც, ამ წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგებულია

გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირ-სომხეთის სამიტზე: ევროკავშირისთვის და ბევრი სხვა ქვეყნისთვის საქართველო არის შუა დერეფანში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი და შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფაქტორი იქნება გათვალისწინებული და რა თქმა უნდა, ამ თემაზე იქნება მსჯელობა