ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„მთავარ არხთან“ თანამშრომლობა დავასრულე – ნანუკა ჟორჟოლიანი

„მთავარ არხთან“ თანამშრომლობა დავასრულე – ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემა „სხვა ნანუკა“ „მთავარ არხზე“ აღარ გავა – ამის შესახებ ინფორმაცია „პრაიმ ტაიმთან“ ნანუკა ჟორჟოლიანმა თავად დაადასტურა.
მისი განცხადებით, ახალი სეზონიდან გადაცემა სხვა არხზე გავა. ნანუკა, ამ ეტაპზე, მოლაპარაკებებს „ფორმულასთან“ და „ტვ პირველთან“ აწარმოებს.
„ახალ სეზონზე, გადაცემა „მთავარ არხზე“ , სავარაუდოდ, არ გავა. ახლა, ეთერში ობიექტური მიზეზების გამო, აღარ გავდივართ, ფიზიკურად ვეღარ ვახერხებ გადაცემის ჩაწერას. ახალი სეზონიდან, გადაცემა სხვა არხზე გავა. ორივე არხთან მაქვს მოლაპარაკება, როგორც „ფორმულასთან“, ასევე, „ტვ პირველთან“.
– მთავართან დაასრულეთ თანამშრომლობა?
კი, კი. ახლა მოლაპარაკებებს ვაწარმოებ „ტვ პირველთან“ და „ფორმულასთან“,- აცხადებს ნანუკა ჟორჟოლიანი.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.