არქივი8 იანვარი, 2024, 11:51
"მთავარმა არხმა" ტელეწამყვან გიორგი ნაზღაიძეზე თავდასხმის კადრები მოიპოვა [VIDEO]
"მთავარმა არხმა" ტელეწამყვან გიორგი ნაზღაიძეზე თავდასხმის კადრები მოიპოვა, სადაც ჩანს, როგორ ისვრიან სხვადასხვა ნივთებს თავდამსხმელები.
შემთხვევა 5 იანვარს საღამოს, ორბელიანის მოედანზე მოხდა. ნაზღაიძესა და მის მეგობრებს თავს 30-მდე პირი დაესხა. მისივე ცნობით, სცადეს დანის დარტყმაც.
მომხდარზე ამ დრომდე არავინაა დაკავებული. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე, მუქარის მუხლით დაიწყო. გამომძიებლებმა მეორე დღეს გამოკითხეს ნაზღაიძეც.
ვიდეო
არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.