ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თავდასხმის მცდელობა გიორგი ნაზღაიძეზე | "მთავარმა არხმა" ინციდენტის ერთ-ერთი ეპიზოდის კადრები მოიპოვა

თავდასხმა დედაქალაქის ცენტრში და ამ დრომდე გაუხსნელი საქმე - გიორგი ნაზღაიძეზე ანგარიშსწორებიდან 24 საათი გავიდა, თუმცა პოლიცია 30-მდე შეიარაღებული არასრულწლოვნის ვინაობას ამ დრომდე ვერ ადგენს. უცნობია დანაშაულის მოტივიც. ტელეწამყვანს უჭირს ისაუბროს მიზეზებზე, რის გამოც მას და მის მეგობრებს ორბელიანის ავტოსადგომზე უცნობი პირები ხელკეტებითა და ცივი იარაღით დახვდნენ. დღეს დილიდან ნაზღაიძე საკუთარი ძალებით ცდილობს მოიპოვოს დამატებითი ინფორმაცია მასზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ.
"მთავარმა არხმა" გუშინ განვითარებული მოვლენების ამსახველი ერთერთი ეპიზოდის კადრები მოიპოვა. კადრებში ნაზღაიძე და მისი მეგობარი ჩანან - ისინი ბარათაშვილის ქუჩაზე მანქანაში ჩაჯდომას ცდილობენ.

ვიდეო

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.