“მთავარი მაგალითი: არჩევნებით ავტორიტარიზმის შეცვლა შესაძლებელია”– სალომე ზურაბიშვილი

12
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, სოციალურ ქსელში წერს:
ბევრი მსჯელობა არაა საჭირო, რათა მთავარი დასკვნები გამოვიტანოთ:
– საზოგადოების მოთმინება როცა იწურება, დიქტატურას ვერაფერი შველის, ვერც რუსეთის ჰიბრიდული, მრავალფეროვანი ჩარევა, ვერც პირდაპირი, ამერიკული ფინანსური დაპირებები.
– როცა ქვეყანა სრულიად მობილიზდება და თითო ამომრჩეველს უჩნდება რწმენა, რომ ყველაფრის მიუხედავად, საკუთარი ნების გამოხატვა იმპერატიული პასუხისმგებლობაა, მაშინ ვერცერთი გაყალბების მეთოდი მოსახლეობის 80 პროცენტს ვერ ჯობნის.
– როცა ნათლად დგება ხალხისთვის ევროპასა და რუსეთს შორის არჩევანი, ვერც მოგონილი ომის ევროპელებზე თუ უკრაინაზე გადაბრალება, ვერც რუსეთის ზეწოლა ვერ ავიწყებს ბუდაპეშტს, ტანკებით ვინ დაიპყრო მთელი აღმოსავლეთ ევროპა. მეხსიერებას პროპაგანდა ვერ შთანთქავს.
– ანუ იმედი ჩვენთვის მხოლოდ ორბანის დამარცხებაში და მადიარის გამარჯვებაში არ არის, მთავარი კიდევ სხვაა: რომ ხალხი დემოკრატიულ ქვეყანაში რაც უნდა დუმდეს, შინაგანი კულტურა და აზროვნების უნარი ასე ადვილად არ იკარგება.
და მთავარი მაგალითი და იმედი: არჩევნებით ავტორიტარიზმის შეცვლა შესაძლებელია. არჩევნებს აზრი არ აქვს და გაყალბებას ვერ მოვერევით – ესეც პროპაგანდის გავრცელებული სიცრუეა უიმედობის დასათესად.
ამ აღდგომა დღეს მოგვეცა ყველაზე ნათელი იმედის ნიშანი, მშვიდობიან ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და სასოწარკვეთილების დამარცხებას მოაქვს შედეგი: წინ ნათელი გზა იხსნება ყოველთვის!,- წერს ზურაბიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ საქმის აღძვრა სამშობლოს ღალატის მუხლით, ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, რომ გიორგი ბარამიძე ძებნაზე ჰყავს რუსეთს

თამარ ჩერგოლეიშვილი: უპასუხისმგებლო ბოდვას რომ სამშობლოს ღალატის მუხლი უდგებოდეს, რა ციხე გვეყოფოდა. ასრიალდნენ სიმონიანზე, აგინებინეს ნახევარ საქართველოს და ახლა ბარამიძის დაჭერით აბალანსებენ