მთავარეპისკოპოსი იაკობი: რაღაც სანქციები იყო ტელევიზიებზე და ვიღაცებმა გაიხარეს. ეხლა, უცხოეთი თუ სანქციას დამადებს…

“რაღაც სანქციები იყო ტელევიზიებზე და ვიღაცებმა გაიხარეს. ეხლა, უცხოეთი თუ სანქციას დამადებს, ჩემიანი, ვინც არ უნდა იყოს, როგორც არ უნდა ვიყო განწყობილი, ეხლა ვმეგობრობ თუ არ ვმეგობრობ ხელისუფლებასთან, რა მნიშვნელობა აქვს, ხო? ჩემთან, საქართველოში, უცხოელი რომ ზედმეტს შეეცდება, ჩემთვის სამწუხაროა. სამწუხაროა, რატომ უნდა ვიყოთ ქართველები ერთმანეთთან ისე, რომ ერთმანეთზე აუგი გვიხაროდეს. ხომ შეიძლება ვიცხოვროთ ისე, როგორც ჩვენი წინაპრები ცხოვრობდნენ. 100 000 ქართველივით გავერთიანდეთ. […] ჩვენ თუ გვინდა, ძლიერად ვიყოთ, აუცილებლად ერთად უნდა ვიყოთ, ერთობა უნდა გვქონდეს. ჭეშმარიტი ერთობა, იძულებითი ერთობა არა. ხომ შეიძლება შევიკრიბოთ და ერთმანეთს ვუთხრათ, ერთმანეთს უთხრან და ჩვენც გვითხრან, ჩვენი დანაშაული თუ არის. ამდენი წელია ვიძახით შერიგებაზე და მაინც ჩვენ გამოვყავართ ცუდად…” – თქვა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა საკვირაო ქადაგებისას
🔻 დიდმა ბრიტანეთმა ოცნების პროპაგანდისტული TV იმედი და პოს TV 24 თებერვალს დაასანქცირა

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)