ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მზია ამაღლობელმა შიმშილობა შეწყვიტა

მზია ამაღლობელმა შიმშილობა შეწყვიტა

„ბათუმელების“ დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა შიმშილობა შეწყვიტა. ამის შესახებ „ბათუმელების“ რედაქტორმა, ეთერ თურაძემ კლინიკა „ვივამედთან“ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ამ დღეებში ექიმების დახმარებით შევეცდები როგორმე შევძლო კვების აღდგენა, სინდისის პატიმრებს მადლობა სოლიდარობისთვის. ვთხოვ მათაც შეწყვიტონ შიმშილობა“, - ნათქვამია მზია ამაღლობელის წერილში.
მზია ამაღლობელმა, რომელიც ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის ფაქტზე, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს, შემშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება 38-ე დღეს მიიღო. ის დაკავების მომენტიდან შიმშილობდა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.