მზია ამაღლობელის შეუპოვრობა 8 მარტის სიმბოლოა – მედიაკოალიცია

მზია ამაღლობელის შეუპოვრობა 8 მარტის სიმბოლოა – მედიის ადვოკატირების კოალიცია ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს:
“წლევანდელი 8 მარტი საქართველოში პირველი სინდისის პატიმარი ქალის, მზია ამაღლობელის მტკიცე სულისკვეთებით არის შთაგონებული.
მისი ცხოვრების გზა არის მაგალითი უსამართლობასთან ბრძოლისა, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვისა და ღირსეული საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის.
მზია განასახიერებს ქალებს, რომლებიც არ ნებდებიან და საკუთარი პრინციპების ერთგულებით, ჩაგვრასა და ძალადობასთან დაპირისპირების ისტორიას ქმნიან.
8 მარტი სოციალური ტრანსფორმაციის სიმბოლოა, რომელიც გვახსენებს, რაოდენ მნიშვნელოვანია ურთიერთმხარდაჭერა და ერთსულოვნება იმ ქალების მიმართ, რომლებიც საკუთარ თავზე იღებენ პიროვნული თავისუფლების, სამართლიანობისა და აზრის გამოხატვის უფლების დაცვის მძიმე ტვირთს.
ეს ბრძოლა გამარჯვებით დასრულდება!” ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”