ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მედიაკოალიცია: მზია ამაღლობელის შეუპოვრობაა 8 მარტის სიმბოლო

მედიაკოალიცია: მზია ამაღლობელის შეუპოვრობაა 8 მარტის სიმბოლო

"წლევანდელი 8 მარტი საქართველოში პირველი სინდისის პატიმარი ქალის, მზია ამაღლობელის მტკიცე სულისკვეთებით არის შთაგონებული", - ნათქვამია მედიის ადვოკატირების კოალიციის მიერ ქალთა საერთაშორისო დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
"მზია განასახიერებს ქალებს, რომლებიც არ ნებდებიან და საკუთარი პრინციპების ერთგულებით, ჩაგვრასა და ძალადობასთან დაპირისპირების ისტორიას ქმნიან. 8 მარტი სოციალური ტრანსფორმაციის სიმბოლოა, რომელიც გვახსენებს, რაოდენ მნიშვნელოვანია ურთიერთმხარდაჭერა და ერთსულოვნება იმ ქალების მიმართ, რომლებიც საკუთარ თავზე იღებენ პიროვნული თავისუფლების, სამართლიანობისა და აზრის გამოხატვის უფლების დაცვის მძიმე ტვირთს", - ნათქვამია მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.