მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე, მოწმის სახით, გამოცემა „ბათუმელების“ ჟურნალისტი მანანა ქველიაშვილი იკითხება

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, გამოცემა „ბათუმელებისა“და „ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე, მოწმის სახით გამოცემა „ბათუმელების“ ჟურნალისტი მანანა ქველიაშვილი იკითხება. ამასთან, პროცესზე მანანა ქველიაშვილის მიერ გადაღებული ვიდეო მტკიცებულების შესწავლა ხდება.
ცოტა ხნის წინ, სასამართლოს ჩვენება მისცა ადვოკატების მიერ მოწვეულმა ფიზიოლოგიური ტკივილის სპეციალისტმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა თათია ანდღულაძემ. როგორც მან განაცხადა, ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძის სახეზე ტკივილის ობიექტური ნიშნები არ გამოიკვეთა.
აღსანიშნავია, რომ მზია ამაღლობელის საქმეზე პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მოწმეთა გამოკითხვა დასრულდა. საქმეს მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს.
ცნობისთვის, მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს