“ივანიშვილი ქილერი და დიქტატორია” – აფგან სადიგოვი მზია ამაღლობელის პროცესზე

ბათუმის საქალაქო სასამართლოში “ბათუმელების” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი იწყება. საქმე არსებითი განხილვის ეტაპზეა გადასული. დღეს დაცვის მხარის სამი მოწმე უნდა დაიკითხოს.
პროცესს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მათ შორის საფრანგეთის ელჩის მოადგილე რიჩარდ ვიქენა და აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი ესწრება. სადიგოვი ქართულ ციხეში 161 დღე შიმშილობდა უკანონოდ დაპატიმრების გამო და ევროსასამართლოს ჩარევით ის 17 აპრილს გაათავისუფლეს. სადიგოვი პროცესზე საპროტესტო ბანერებით არის მოსული და აცხადებს რომ ივანიშვილი “ქილერი და დიქტატორია”.
მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.
მზია ამაღლობელი თითქმის 5 თვე უკანონო პატიმრობაშია.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს