მზია ამაღლობელის ადვოკატები ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებენ

“ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის უფლებადამცველები ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებენ. საქმე ეხება კობახიძის მიერ “რუსთავი 2”-ის ეთერში გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც მან თქვა, რომ “მზია ამაღლობელი კონკრეტულ დაკვეთას ასრულებდა, მისი დავალება კი პოლიციის დაკნინება და ღირსების შეურაცხყოფა იყო”.

როგორც ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა აღნიშნა, კობახიძემ უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია – მან საქმის სტრასბურგის სასამართლოში გადატანაც არ გამორიცხა.

“ბატონი კობახიძის ეს განცხადება არ გახლავთ პირველი განცხადება და ეს არამხოლოდ მისი, ასევე სხვა სახელისუფლებო სპიკერების არაერთი განცხადებაა და ორკესტრირებულია. ერთი შინაარსის გარშემო ტრიალებს ყველა ეს განცხადება. თურმე, მზია აკრავდა პოლიციელებს სტიკერებს, თურმე, მზიამ მიიღო დავალება და ეს დავალება პოლიციელების ღირსების შელახვას ეხებოდა. ეს განცხადებები გარდა იმისა, რომ ცილისმწამებლურია, ასევე უხეშად არღვევს მზიას უდანაშაულობის პრეზუმფციას. ჩვენ ამ ცილისმწამებლურ განცხადებებთან დაკავშირებით მივმართავთ ქართულ სასამართლოს სწორედ იმიტომ, რომ ამავე სასამართლოს ვაიძულოთ იმსჯელოს ამ საკითხებზე. ეს სასამართლოც უნდა ვაიძულოთ, რომ თავად თქვან, ასეთი განცხადებები არის თუ არა ცილისმწამებლური, მზიას უდანაშაულობის პრეზუმფციის დამრღვეველი განცხადებები. თუ იტყვიან, რომ ეს ასეთი არ არის, რა საკვირველია, სტრასბურგში ამ საქმესაც წავიღებთ”, – განაცხადა მაია მწარიაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – რაც ელენე ხოშტარიას თავზე ხდება, სტალინური რეპრესიებისთვისაც კი შესაშური, აღვირახსნილი ბოროტებაა – ეს არის უბრალოდ გამწარებული ადამიანის შურისძიება პოლიტიკურ კონკურენტებზე

ევროპარლამენტის ანგარიში – საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობის გაგრძელებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს უვიზო რეჟიმის შეჩერება მთელი მოსახლეობისთვის, რაზეც სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება