ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მზად ვარ დავტოვო პრეზიდენტის თანამდებობა მშვიდობისთვის ან უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების სანაცვლოდ

მზად ვარ დავტოვო პრეზიდენტის თანამდებობა მშვიდობისთვის ან უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების სანაცვლოდ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მზადაა, უკრაინაში მშვიდობისთვის, ან ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების სანაცვლოდ, პრეზიდენტის თანამდებობა დათმოს.
პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტის კითხვაზე, მზად ხართ თუ არა დატოვოთ პრეზიდენტის პოსტი, თუ ეს ნიშნავს მშვიდობას უკრაინისთვის, ზელენსკიმ უპასუხა:
„უკრაინაში მშვიდობისთვის თუ ნამდვილად გჭირდებათ, რომ ჩემი პოსტი დავტოვო, მაშინ მე მზად ვარ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, მზადაა, პრეზიდენტის თანამდებობა დატოვოს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების სანაცვლოდაც.
მისივე თქმით, პრეზიდენტად „ათწლეულის მანძილზე ყოფნას არ აპირებს“.
დონალდ ტრამპის განცხადების კომენტირებისას, რომელმაც მას „დიქტატორი არჩევნების გარეშე“ უწოდა, ზელენსკიმ უპასუხა, რომ ის არ არის დიქტატორი.
"მე არ მწყენია, გაბრაზდებოდა ის ვინც, დიქტატორია", - განაცხადა ზელენსკიმ.
წყარო: ipn.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.