ზელენსკის განცხადებით, მზადაა, უკრაინაში მშვიდობისთვის პრეზიდენტის პოსტიდან გადადგეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ იგი მზადაა, უკრაინაში მშვიდობისთვის თანამდებობიდან გადადგეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ამის შესახებ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე, საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით აშშ-ისა და რუსეთის მხრიდან ზეწოლის შესახებ კითხვაზე პასუხად განაცხადა.
„თუ ეს მშვიდობას ნიშნავს უკრაინისთვის, თუ ეს ძალიან საჭიროა თქვენთვის, რომ დავტოვო ჩემი პოსტი, მე მზად ვარ”, – უპასუხა მან ჟურნალისტს კითხვაზე, „მზად არის თუ არა იგი დატოვოს პრეზიდენტის პოსტი, თუ ეს უკრაინაში მშვიდობას მოიტანს?“
ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაამატა, რომ ეს ნატოში უკრაინის შესვლის სანაცვლოდ არის შესაძლებელი.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის უსაფრთხოებაზეა ფოკუსირებული და არ აპირებს ხელისუფლებაში ათწლეულების განმავლობაში ყოფნას. მისი თქმით, სწორედ უკრაინის ხანგრძლივი უსაფრთხოებაა მისი ოცნება.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩიხელიძე ირაკლი აბესაძის განცხადებაზე: თურმე თბილისში მეტროს არსებობა და საცობები 2-მილიარდიანი ინვესტიციის ცუდ ამბად ქცევისთვის საკმარისი მიზეზია, მაშინ, როცა რეალობა ახალი სამუშაო ადგილები და საერთაშორისო ბრენდის შემოსვლაა

ერიკ ტრამპი: ბატონ პრემიერ-მინისტრს ძალიან დიდი მადლობა გულთბილი სიტყვებისთვის და დიდი მადლობა ეკონომიკის მინისტრს, თქვენ მართლაც წარმოუდგენლად დიდ საქმეს აკეთებთ, იმიტომ, რომ ეკონომიკური შედეგები ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს