ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“მე მივეცი უკრაინას “ჯაველინები” და რომ არა ისინი, რუსები კიევს აიღებდნენ, ეს ომის დასასრული იქნებოდა” – ტრამპი

“მე მივეცი უკრაინას “ჯაველინები” და რომ არა ისინი, რუსები კიევს აიღებდნენ, ეს ომის დასასრული იქნებოდა” – ტრამპი

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის გან­ცხა­დე­ბით, ის უკ­რა­ი­ნას რუ­სე­თის­გან გა­დარ­ჩე­ნა­ში ეხ­მა­რე­ბა და რომ არა მისი დახ­მა­რე­ბა, ქვე­ყა­ნა ძა­ლი­ან მალე გა­ნად­გურ­დე­ბო­და.
“ეს დიდი სა­ო­მა­რი მან­ქა­ნაა, ვა­ღი­ა­როთ და რომ არა მე, მე მი­ვე­ცი მათ „ჯა­ვე­ლი­ნე­ბი“, რომ­ლებ­მაც ტან­კე­ბი გა­ა­ნად­გუ­რეს. იცით, ის ტან­კე­ბის მო­მენ­ტი დიდი მო­მენ­ტი იყო, რო­დე­საც ტან­კე­ბი ტა­ლახ­ში გა­ი­ჭედ­ნენ და მე მათ “ჯა­ვე­ლი­ნე­ბის” უზარ­მა­ზა­რი რა­ო­დე­ნო­ბა მი­ვე­ცი. ესე­ნი არი­ან ტანკსა­წი­ნა­აღ­მდე­გო რა­კე­ტე­ბი. მათ ყვე­ლა ის ტან­კი გა­ა­ნად­გუ­რეს, რო­დე­საც ისი­ნი ტა­ლახ­ში გა­ი­ჭედ­ნენ. ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­მენ­ტი იყო, რად­გან ეს ტან­კე­ბი რომ შე­სუ­ლიყ­ვნენ, კი­ე­ვი­დან 71 მი­ლის და­შო­რე­ბით იქ­ნე­ბოდ­ნენ და კი­ევს აი­ღებ­დნენ. ეს ომის და­სას­რუ­ლი იქ­ნე­ბო­და, ის ერთ დღე­ში დას­რულ­დე­ბო­და“, – გა­ნა­ცხა­და ტრამპმა The Atlantic-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში.
მისი თქმით, სამ­წუ­ხა­როა, რომ ომი გაგ­რძელ­და, რად­გან შე­დე­გად ბევ­რი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, „გა­ცი­ლე­ბით მეტი, ვიდ­რე იტყო­ბი­ნე­ბი­ან“.
„მე ნამ­დვი­ლად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ მე ამ ქვეყ­ნის ხსნას ვა­ხორ­ცი­ე­ლებ. ვფიქ­რობ, რომ უკ­რა­ი­ნას დიდ სამ­სა­ხურს ვუ­წევ“, – გა­ნა­ცხა­და ტრამპმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.