ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“მე თქვენთან ერთად, რუსთაველზე, ხვალ, 9 საათზე” – პრეზიდენტი

“მე თქვენთან ერთად, რუსთაველზე, ხვალ, 9 საათზე” – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი ქართველ საზოგადოებას მიმართავს – სალომე ზურაბიშვილი Facebook-ის პირად გვერდზე გავრცელებული ვიდეოთი ხალხს 25 თებერვალს დაგეგმილ საპროტესტო აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.
ხვალ 25 თებერვალია, ერთ-ერთი უმძიმესი დღე ჩვენი ახლო ისტორიისა, როცა ბოლშევიკური ჯარები შემოდიოდნენ დედაქალაქში. ეს დღე გახდა ერთგვარი სიმბოლო რუსული ოკუპაციისა. ამიტომ, ხვალ, ჩვენ ყველას გვაქვს ვალდებულება, რომ იმავე რუსთაველზე ვიდგეთ ყველანი, რომ ვთქვათ – არა რუსულ ოკუპაციას. ეს იქნება ჩვენი ერთობლივი განაცხადი. მე თქვენთან ერთად, რუსთაველზე, ხვალ, 9 საათზე.” – განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.