ადვოკატი – გიორგი ბაჩიაშვილი ხვალ, 11:00 საათზე პროკურატურაშია დაბარებული – ჩვენი ვარაუდია, რომ ბრალი უნდა წაუყენონ „მტკვარი ჰესის“ საკითხზე

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატის, ლევან მახარაშვილის განცხადებით, 25 თებერვალს, 11:00 საათზე, გიორგი ბაჩიაშვილი პროკურატურაში დაიბარეს.
ადვოკატის განცხადებით, გიორგი ბაჩიაშვილს ბრალს, სავარაუდოდ, „მტკვარი ჰესის“ საქმეზე წაუყენებენ.
„დაგვირეკეს ერთი საათის წინ და გვითხრეს, რომ 11:00 საათზე დაბარებული ვართ. გენერალურ პროკურატურაშია დაბარებული. ბრალი უნდა წარუდგინონ და მასალები გაგვიცვალონ. ჩვენი ვარაუდია, რომ ბრალი უნდა წაუყენონ „მტკვარი ჰესის“ საკითხზე, ვინაიდან, „მტკვარი ჰესი“ საქმიდანაა გამოყოფილი“, – განაცხადა ლევან მახარაშვილმა.
კითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი დააკავონ, ადვოკატი აცხადებს: „არაფერს არ გამოვრიცხავ, თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია“.

ასევე დაგაინტერესებთ

ია კვანტალიანი – ვწყვეტ თამაზ ელიზბარაშვილის დაცვას – საქმის მასალებმა გამოავლინა გარემოებები და პოზიციური აცდენა, რაც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ჩემს პროფესიულ ეთიკასა და პრინციპებს

ზურაბ ჯაფარიძე: ზელეგიტიმურები ამჯერად რომელიმე ლიდერთან სიახლოვეში გადაღებული ფოტოებით ცდილობენ გვაჩვენონ რომ იზოლაცია გარღვეულია და ისინი მიღებული არიან ცივილიზებულ საზოგადოებაში