პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მე თუ ვერ მივიღებ იმუნიტეტს, მაშინ თაღლითი ჯო ბაიდენიც ვერ მიიღებს იმუნიტეტს, ჯო მზად იყოს ბრალდებისთვის - ტრამპი

მე თუ ვერ მივიღებ იმუნიტეტს, მაშინ თაღლითი ჯო ბაიდენიც ვერ მიიღებს იმუნიტეტს, – ამის შესახებ აშშ-ის ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის სოციალურ ქსელში, „თრუსში“ წერს.
ტრამპის თქმით, მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში „ჯო მზად უნდა იყოს ბრალდებისთვის“.
„რა თქმა უნდა, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტსა და მთავარსარდალს, იმუნიტეტი მქონდა. მე არ ვაწარმოებდი წინასაარჩევნო კამპანიას, არჩევნები დიდი ხნის დასრულებული იყო. მე ვეძებდი ხმების გაყალბებას და ვიპოვე ის, რაც ჩემი ვალდებულება იყო. სხვა მხრივ, ვმართავდი ქვეყანას“, – წერს ტრამპი.
აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვაშინგტონის სასამართლოში დღევანდელ პროცესს დაესწრო. სასამართლომ პროცესზე მხარეთა არგუმენტები მოისმინა. დონალდ ტრამპმა სასამართლო უკვე დატოვა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 იანვარი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.