მე ვარ ქართველი მეომარი და ვიბრძვი ჩემი ქვეყნისთვის. ვიღაცეებმა გადაწყვიტეს, რომ ებრძოლათ ჩვენი ამჟამინდელი მტრის, რუსეთის მხარეზე…

“ის, რაც ახლა ხდება ჩვენთვის, ჩვენი ისტორიისთვის ზოგადად რა… მე არავის შეურაცხყოფას არ მივაყენებ, არავისთვის დამამცირებელ ეპითეტებს არ ვიხმარ. ზოგადად, ხალხმა იცის ისედაც ყველაფერი. შემდეგ ამ ყველაფერს შეაფასებს ისტორია, როცა დრო გავა და ყველაფერს დაერქმევა მისი სახელი.
მე ვარ ქართველი მეომარი და ვიბრძვი ჩემი ქვეყნისთვის და ჩემთვის გეოგრაფიულ არეალს არა აქვს მნიშვნელობა. ჩვენი ქვეყნის მტრებთან ვიბრძოლებ ყველგან, სადაც კი საშუალება მომეცემა.
ვიღაცეებმა გადაწყვიტეს, რომ ებრძოლათ ჩვენი ამჟამინდელი მტრის, რუსეთის მხარეზე. ნუ, ეს მათი არჩევანია. ზოგადად, ეხლა პატარა ისტორიულ ექსკურსს გავაკეთებ, სულ პატარას რა.
წამყვანი: დიახ, ბრძანეთ.
რესპონდენტი: ჩვენ გვყავდა ეგეთი მანუჩარ მეორე ჯაყელი, შემდეგ მუსტაფა ფაშად წოდებული. იმანაც შეიცვალა სახელი, გადავიდა მტრის მხარეზე, მაგრამ შემდეგ, მარტო აღმოჩენილი ოსმალთა შტაბში, შუაზე კვეთს, მტრის ხელიდან გამოგლეჯილი ხმლით მტერს; მთავარ ფაშას რამდენიმე მძიმე ჭრილობას აყენებს და შემდეგ მასთან მხლებელი მესხები გაანადგურებენ ამ ოსმალურ შტაბს, გამოარღვევენ ალყას და შეუერთდება ისევ სვიმონ მეფეს. დაიბრუნებს ძველ სახელს — მუსტაფა ფაშადან გახდება ისევ მანუჩარ მეორე ჯაყელი, ათაბაგი.
იქვე იმ პერიოდში, გიორგი სააკაძე — ქართლის შუაგულში დაბადებული, ისევ გარემოებათა გამო, ჩვენი დაუძინებელი მტრის ბანაკში აღმოჩნდება შაჰ-აბასთან. და შემდეგ, შაჰის არმიასთან ერთად, იცით, ისევ აღმოჩნდება ქართლის შუაგულში და ისევ ჩააწვენს 60 000 ირანელს. აი, ზუსტად იმ სანახებში, ეხლა რომ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქს ეძახიან, 60 000 ირანელს ჩაყლაპავენ ქართველები გიორგი სააკაძის, თეიმურაზის და სხვა ქართველების მეთაურობით.
ამიტომ რუსებს ვეტყვი, რუსებს, ქართულად ვეტყვი: ძალიანაც ნუ ენდობიან სხვა გვარმიღებულ ქართველებს, ძალიანაც ნუ ენდობით. შეიძლება ხვალ თქვენს რომელიმე შტაბში ქართული დროშა ააფრიალონ, თქვენი შტაბი დახოცონ და შემდეგ ისევ ჩვენ შემოგვიერთდნენ და მივიღებთ ჩვენ მათ. როგორც მიიღო დედასამშობლომ მუსტაფა ფაშა და როგორც მიიღო გიორგი სააკაძე” | ამბობს უკრაინაში მებრძოლი არჩილ ხოფერია “ფორმულას” ეთერში.

ასევე დაგაინტერესებთ