ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"მე და ჩემი მეუღლე VIP ლოჟაში ვისხედით, მოულოდნელად გახსნეს ცეცხლი... ვიღაც ყვიროდა, რომ მანიაკი ისროდა"

გუ­შინ მოს­კო­ვის "კრო­კუს სითი ჰოლ­ში" რამ­დე­ნი­მე შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა პირ­მა ცე­ცხლი გახ­სნა, რა­საც ხან­ძა­რი მოჰ­ყვა. რუ­სე­თის სა­გა­რეო უწყე­ბამ მოს­კო­ვის სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თავ­დას­ხმა ტე­რაქ­ტად შე­ა­ფა­სა. სა­ა­გენ­ტო Reuters-ის ცნო­ბით, თავ­დას­ხმა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ე.წ. "ის­ლა­მურ­მა სა­ხელ­მწი­ფომ“ აიღო.

ეს მოს­კო­ვის ერთ-ერთი უდი­დე­სი სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზია, სა­დაც 6200-მდე ადა­მი­ა­ნის დას­წრე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. იმ სა­ღა­მოს დარ­ბაზ­ში ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და, რად­გან ჯგუფ "პიკ­ნი­კის" კონ­ცერ­ტზე ყვე­ლა ბი­ლე­თი გა­ი­ყი­და.

  • ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, თავ­დას­ხმას სულ მცი­რე 91 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა, 146 კი და­შავ­და.

BBC აქ­ვეყ­ნებს სტა­ტი­ას, სა­დაც სა­უბ­რო­ბენ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც შეძ­ლეს დარ­ბა­ზი­დან გაქ­ცე­ვა, მათ შო­რის არის ქარ­თვე­ლი სო­ფი­კო კვი­რი­კაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც კონ­ცერტს მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ეს­წრე­ბო­და.

  • კრო­კუ­სის ცენ­ტრში სრო­ლა კონ­ცერ­ტამ­დე რამ­დე­ნი­მე წუ­თით ადრე, და­ახ­ლო­ე­ბით, სა­ღა­მოს 8 სა­ათ­ზე და­ი­წყო. მა­ყუ­რე­ბელ­თა უმე­ტე­სო­ბა უკვე დარ­ბაზ­ში იყო. მოს­კო­ვე­ლი სო­ფი­კო კვი­რი­კაშ­ვი­ლი კონ­ცერ­ტზე მე­უღ­ლეს­თან ერ­თად მი­ვი­და:

"VIP ლო­ჟა­ში მე­ექ­ვსე რიგ­ში ვის­ხე­დით. რა­ღაც მუ­სი­კა უკ­რავ­და, ეკ­რა­ნებ­ზე მო­მა­ვა­ლი კონ­ცერ­ტე­ბის აფი­შე­ბი გა­დი­ო­და. მე­ო­რე ზარი და­ი­რე­კა და დარ­ბა­ზი ნა­ხევ­რად სავ­სე იყო“, - გა­ნუ­ცხა­და მან BBC-ს.

იმ ხალ­ხმა, ვინც უკვე დარ­ბაზ­ში იყ­ვნენ, ვერ და­ი­ნა­ხა, რო­გორ შე­ვიდ­ნენ ფო­ი­ე­ში უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც მო­უ­ლოდ­ნე­ლად ცე­ცხლი გახ­სნეს, თა­ვი­დან ვერ მიხ­ვდნენ რა ხდე­ბო­და.

ჩვენ ვერ მივ­ხვდით, რა ხდე­ბო­და, მე მე­გო­ნა, რომ ეს იყო ერ­თგვა­რი ფე­ი­ერ­ვერ­კი. რამ­დე­ნი­მე გას­რო­ლის შემ­დეგ მივ­ხვდი, რომ ხალ­ხი სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით გარ­ბო­და“, - იხ­სე­ნებს სო­ფი­კო კვი­რი­კაშ­ვი­ლი.

სო­ფი­კო და მისი ქმა­რი დარ­ბა­ზი­დან სცე­ნა­ზე გა­იქ­ცნენ.

"ჩემ­მა ქმარ­მა სცე­ნა­ზე ამიყ­ვა­ნა და მი­თხრა: ”გა­ი­ქე­ცი, მეც მოგ­ყვე­ბი”, მაგ­რამ ჩვენ არ გავ­რბო­დით, მშვი­დად გა­ვე­დით ჯერ სცე­ნის უკან, შემ­დეგ კი ქუ­ჩის მხრი­დან შე­სას­ვლე­ლით. ხალ­ხში ვი­ღაც ყვი­რო­და, რომ მა­ნი­ა­კი ის­რო­და".

ქა­ლის თქმით, კრო­კუ­სის დაც­ვის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა რა­დი­ო­თი გა­ნა­ცხა­დეს, რომ სცე­ნის­კენ გაქ­ცე­უ­ლიყ­ვნენ.

"ბევ­რი ხალ­ხი გა­იქ­ცა ჩვენ­თან ერ­თად, მაგ­რამ ეს იყო ხალ­ხი, რომ­ლე­ბიც ჯერ კი­დევ არ იყ­ვნენ პა­ნი­კა­ში. ჩემს ქმარს დე­რე­ფან­ში და­ვე­ლო­დე, ქუ­ჩა­ში გა­მო­ვე­დით და მან­ქა­ნის­კენ გა­ვი­ქე­ცით“, – ამ­ბობს სო­ფი­კო.

ამ დროს სრო­ლა უკვე სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში და­ი­წყო, სცე­ნის მარ­ცხე­ნა მხა­რეს თავ­დამ­სხმე­ლე­ბი გა­მოჩ­ნდნენ - ისი­ნი დარ­ბაზ­ში შე­იჭრ­ნენ.

"მათ ან ყა­ვის­ფე­რი ტან­საც­მე­ლი ეც­ვათ, ან ჟი­ლე­ტე­ბი. ხალ­ხის ბრბო­ში ავ­ტო­მა­ტუ­რი სრო­ლის ხმა ის­მო­და და ისი­ნი დარ­ბა­ზის შე­სას­ვლე­ლი­დან სცე­ნის­კენ გა­ე­მარ­თნენ ხალ­ხის მი­მარ­თუ­ლე­ბით ის­როდ­ნენ" - იხ­სე­ნებს კვი­რი­კაშ­ვი­ლი.

სო­ფი­კო და მისი ქმა­რი ქუ­ჩა­ში გა­ვიდ­ნენ და მან­ქა­ნას­თან მი­ირ­ბი­ნეს. "იმ მო­მენ­ტში ვერ გა­ვი­გეთ, რომ ვი­ღაც სა­დღაც ის­რო­და. სწრა­ფად წა­მო­ვე­დით და მხო­ლოდ ჟი­ვო­პის­ნის ხიდ­ზე და­ვი­ნა­ხეთ, რა ხდე­ბო­და, დე­და­ჩემს და­ვუ­რე­კე“.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.