ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მოსკოვთან ახლოს კონცერტზე ცეცხლი გახსნეს, მოკლულია მინიმუმ 10-12 ადამიანი – მედია

მოსკოვთან ახლოს მდებარე საკონცერტო დარბაზ “კროკუს სიტი ჰოლში” უცნობმა პირებმა ცეცხლი გახსნეს.
რუსული მედიის ინფორმაციით, დაღუპულია მინიმუმ 10-12 ადამიანი.
თავდასხმისას საკონცერტო დარბაზში ჯგუფ “პიკნიკის” კონცერტი მიმდინარეობდა.
ჯერჯერობით უცნობია თავდამსხმელების რაოდენობა, გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მათ კამუფლირებული ტანსაცმელია აცვიათ. რუსულ მედიაში გამოთქვამენ ვარაუდს, რომ თავდამსხმელების რაოდენობა ათამდე აღწევს.
შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ საკონცერტო დარბაზში ცეცხლი გაჩნდა.
სტატია განახლდება

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.