ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

,, მე გადავწყვიტე საკუთარი ტყავი შემეგდო თამაშში, ისევე როგორც ახლა საკუთარი ტყავი შეაგდო ხაბემ” – სააკაშვილი

,, მე გადავწყვიტე საკუთარი ტყავი შემეგდო თამაშში, ისევე როგორც ახლა საკუთარი ტყავი შეაგდო ხაბემ” – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს:
,,2021 წელს მივატოვე ძალიან კომფორტული ცხოვრება უკრაინაში, სადაც ძალიან დაფასებული ვიყავი.
სიცოცხლის რისკის ფასად ჩამოვედი, იმიტომ რომ მიმაჩნდა რომ ამორალური იქნებოდა უცხოეთიდან ჩემი მოწოდებები ბრძოლისკენ, მაშინ როცა ეს ბრძოლა სულ უფრო სარისკო გახდა.
მე გადავწყვიტე საკუთარი ტყავი შემეგდო თამაშში, ისევე როგორც ახლა საკუთარი ტყავი შეაგდო ხაბემ.
მე მაშინ ასფალტზე მათრიეს, მომწამლეს, მუდმივად ახალ-ახალ „სასჯელებს“ მისჯიან.
მინდა მოვუწოდო ყველას, ვისწავლოთ იმავე ნეპალის მაგალითისგან (სხვათა შორის ჩემი ნიკუშა ცხოვრობს ახლა ნეპალში) და მასიურად გავავრცელოთ რეჟიმის კორუმპირებული მოხელეების სასახლეების ფოტოები.
შევისწავლოთ მათი ოჯახების და საყვარლების სოციალური ქსელები, სადაც ისინი მუდმივად ახდენენ თავისი ძვირი აქსესუარების დემონსტრირებას, გვახარბებენ თავის მდიდრულ უცხოურ ვოიაჟებს.
გავაშიშვლოთ ჩვენი გაჭირვებული მოსახლეობის თვალში ივანიშვილის დამქაშების ფუფუნება და თავგასულობა. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მხილება.
ერთად მაგრად უნდა დავდგეთ და გავიმარჯვებთ!“

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.