ჩარლი კირკის მკვლელი, ისევე როგორც მკვლელობით გახარებულები, არიან ტიპიური ლიბერალი ნაცისტები

“ქრისტიანი პოლიტიკოსის ჩარლი კირკის მკვლელი არის ტიპიური ლიბერალი ნაცისტი. ისევე როგორც მკვლელობით გახარებულები”- წერს გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, ლევან ჭოტორლიშვილი. მისი შეფასებით, იმისათვის რომ საკუთარი თავი დამალონ, ნაცისტები თავის ყველა ოპონენტს ნაცისტს უწოდებენ და ამ ბინძური რიტორიკული ხერხით ცდილობენ თავისი დანაშაულის გადაფარვას, ნაციზმის რელატივიზაციას, შინაარსის აღრევას.
“ქრისტიანი პოლიტიკოსის ჩარლი კირკის მკვლელი არის ტიპიური ლიბერალი ნაცისტი. ისევე როგორც მკვლელობით გახარებულები, ან ნეიტრალურები “მერე რა სხვებსაც ხომ კლავენ”, ასეთი არგუმენტიც მოვისმინეთ. ყველანი არიან ნაცისტები. მათი აზროვნება ნაცისტურია, ქცევა ნაცისტურია, ჰაბიტუსი ნასიტურია. ჩემი შენ გითხარის პრინციპით, ეგ ხალხი ნაცისტებს უწოდებს სხვებს, წესიერ, განათლებულ, მორწმუნე ქრისტიან ადამიანებს. იმისათვის რომ საკუთარი თავი დამალონ, ნაცისტები თავის ყველა ოპონენტს ნაცისტს უწოდებენ და ამ ბინძური რიტორიკული ხერხით ცდილობენ თავისი დანაშაულის გადაფარვას, ნაციზმის რელატივიზაციას, შინაარსის აღრევას.”- წერს ჭოტორლიშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენთვის ფასი აქვს მხოლოდ ისეთ შეფასებებს, რომლებიც ობიექტურ სინამდვილეს ეფუძნება, ევროკავშირის ანგარიში ეფუძნება კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესებს – რომ უცხოურ აგენტურას, მიუხედავად მცირე რიცხოვნობისა, უნდა შეეცვალა ხელისუფლება, ამას ვერ მიაღწიეს, რადგან მივიღეთ კანონები, რომლებიც ამას უპირისპირდებოდა

ირაკლი კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე – თუ შეგვიძლია, მათ შორის აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, ამასაც გავაკეთებთ, ოღონდ – “ოკუპაციის შესახებ კანონის” ჩარჩოებში