„მე არ წარმოვადგენ ამ ოპოზიციას, მე მას ვემიჯნები“ – არმაზ ახვლედიანი

„მე არ წარმოვადგენ ამ ოპოზიციას, მე მას ვემიჯნები“ – არმაზ ახვლედიანი
პოლიტიკოსმა არმაზ ახვლედიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა:
„მე არ წარმოვადგენ ამ ოპოზიციას, მე მას ვემიჯნები, იმიტომ, რომ ასე როგორც იქცევა ახლა ოპოზიცია, ეს არის სირცხვილი და დანაშაულიც. ამათ ხელში ჩვენ ვართ შავ დღეში. ისინიც კი ვინც დღეს რუსთაველზე აპროტესტებენ, აპროტესტებენ გმირულად, სამაგალითოდ. მათი უმრავლესობა ამ ოპოზიციას მხარს არ უჭერს. ისინი ოპოზიციის გამო კი არ დგანან იქ, იმიტომ დგანან რომ ამ ოპოზიციამაც მოგვაბეზრა თავი და ამ ოპოზიციით ამ ჯალათ ივანიშვილს ვერ გავისტუმრებთ…
რძის სკანდალი რომ ასე გადაგორდა, ესაა ოპოზიციის სირცხვილი. თქვენ წარმოიდგინეთ, ნებისმიერ ოდნავ ნორმალურ საზოგადოებაში და ქვეყანაში ამის გამო მთავრობა პასუხს აგებდა. ჩვენ ეს გავატარეთ. ჩემთვის პირადად ამაზე უფრო მნიშვნელოვანი თემა არაა. როცა რძის სკანდალს ასე გაატარებთ და რძის რევოლუციას არ მოვუწყობთ ამ ნაძირალებს, ყველაფრის ღირსი ვართ მაშინ“

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – ელენე ხოშტარია უნდა გათავისუფლდეს – ის, რომ ელენე არაფერს ითხოვს, მხოლოდ მისი უპირატესობაა, მაგრამ ეს არავის აძლევს უფლებას, რომ ის მიიყვანოს ჯანმრთელობის უკიდურეს დაზიანებამდე