არმაზ ახვლედიანი – ანწუხელიძის, ანუ საქართველოს, სულის წამბილწავი ეს აბსოლუტური ბოროტება ვერ მოკლავს იმას, რაც მარადიულია – თავისუფლებისა და სამართლიანობის უზენაეს იდეას

ანწუხელიძის, ანუ საქართველოს, სულის წამბილწავი ეს აბსოლუტური ბოროტება, მოღალატეთა ეს ურდო, ვერ მოკლავს იმას, რაც მარადიულია – თავისუფლებისა და სამართლიანობის უზენაეს იდეას, – ამის შესახებ პოლიტიკოსი არმაზ ახვლედიანი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ახვლედიანი აღნიშნავს, „ბოროტის მანქანებით მრავალგზის მოკლული საქართველო ახლაც აღდგომის მოლოდინშია“.
„ლაზარეს შაბათია – ბრწყინვალე აღდგომის სიხარული გვიახლოვდება! ბოროტის მანქანებით მრავალგზის მოკლული საქართველო ახლაც აღდგომის მოლოდინშია. ანწუხელიძის, ანუ საქართველოს, სულის წამბილწავი ეს აბსოლუტური ბოროტება, მოღალატეთა ეს ურდო, ვერ მოკლავს იმას, რაც მარადიულია – თავისუფლებისა და სამართლიანობის უზენაეს იდეას”, – წერს ახვლედიანი.
შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ წევრმა, თეა წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა:
„მარტივ ენაზე რომ თქვა, რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე სახლში? მე მაქვს ჩემს თანამებრძოლებთან ერთად უფლება დავსვა ეს კითხვა. ვინ უნდა ამიკრძალოს ამ კითხვის დასმას? ვერავინ. ამ კითხვას ვსვამთ. ყველა ბავშვს სჭირდება თავისი მშობელი სახლში და არა უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის, ამ შემთხვევაში სააკაშვილს ვგულისხმობ“.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს