ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მექსიკის პრეზიდენტი - სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ინტერვენციას კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით

მექსიკის პრეზიდენტი - სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ინტერვენციას კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით

სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ინტერვენციას კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით, - ამის შესახებ მექსიკის პრეზიდენტმა, კლაუდია შეინბაუმმა განაცხადა.
„მექსიკის პოზიცია ნებისმიერი ფორმის ინტერვენციასთან დაკავშირებით მტკიცე და ნათელია. ლათინური ამერიკის ისტორია ნათელია. ინტერვენციას დემოკრატია არასდროს მოუტანია. მხოლოდ თავად ხალხს შეუძლია საკუთარი მომავლის გადაწყვეტა“, - განაცხადა შეინბაუმმა.
კლაუდია შეინბაუმი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ მექსიკას ნარკოკარტელების წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით საკმარისი არ გაუკეთებია.
„მექსიკა აშშ-თან თანამშრომლობს, მათ შორის ჰუმანიტარული მიზეზებიდან გამომდინარე, რათა ფენტანილმა და სხვა სახის ნარკოტიკებმა მოსახლეობამდე, კერძოდ ახალგაზრდებამდე, არ მიაღწიოს“, - აღნიშნა მექსიკის პრეზიდენტმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.