ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მაჭავარიანი: ჩვენ არ ვერევით სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში... ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით პროცესებს, რაც ვითარდება ვენესუელაში (ვიდეო)

მაჭავარიანი: ჩვენ არ ვერევით სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში... ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით პროცესებს, რაც ვითარდება ვენესუელაში (ვიდეო)
ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით პროცესებს, რაც ვითარდება ვენესუელაში, ჩვენმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადებაც გააკეთა. რა თქმა უნდა, ვისურვებდით, რომ ყველაფერი ისე დასრულდეს, როგორც ეს ვენესუელელი ხალხის ინტერესებში შედის.
ვენესუელისგან, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვისურვებდით, რომ საბოლოო ჯამში, ის, რაც მათ ჩაიდინეს თავის დროზე და დაარღვიეს საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმა და აღიარეს ჩვენი, დროებით ოკუპირებული ტერიტორიები, როგორც დამოუკიდებელი „სახელმწიფოები“, ეს აღიარება, რა თქმა უნდა, მათ უკან უნდა წაიღონ და ჩვენ ამას ველოდებით შემდგომ განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე. არასწორი იქნება ჩემი მხრიდან აშშ-ის პოლიტიკის შეფასება. ჩვენ არასდროს არ ვერევით სხვა სახელმწიფოების შიდა საქმეებში, მით უმეტეს აშშ-ის შიდა საქმეებში, ეს თავიანთი საქმეა",  ამბობს ოცნების წევრი მაჭავარიანი.
ნიკოლას მადურო ცოტა ხნის წინ ნიუ-იორკის სასამართლოში მიიყვანეს. მას დღეს ნარკოტიკებთან და იარაღთან დაკავშირებულ ბრალდებებს წაუყენებენ.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.