ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - რუსების დარტყმის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა

ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - რუსების დარტყმის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა

რუსების მიერ ზაპოროჟიეზე დარტყმის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ივან ფედოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.
ივან ფედოროვის ცნობით, ღამით რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეზე რაკეტებითა და დრონებით განხორციელებული იერიშების შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა.
ფედოროვის განცხადებით, დაშავებულთა რიცხვი 17-ს აღწევს, მათ შორის, 6 ბავშვია.
რუსეთის დარტყმების შედეგად, ზაპოროჟიეში საერთო საცხოვრებლის რამდენიმე სართული განადგურდა. ასევე, რამდენიმე საცხოვრებელი შენობა დაზიანდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.