ურბნისისა და რუისის ეპისკოპისი, მეუფე იობი ამბობს, რომ ეკლესიაში ადგილი აქვს საგარეო ჩარევებს. მეტიც, დღეს მაღალმა იერარქმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ხდება ეკლესიაზე ზეწოლაც. ვისი მხრიდან? – ამის მეუფემ დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.
ურბნისისა და რუისის ეპისკოპისმა დღეს ასევე თქვა, რომ დიპლომის მოთხოვნის საკითხს და ასაკობრივი ცენზის დაწესებას არ ეთანხმებოდა. მისი განცხადებით, კანდიდატობის უფლება უნდა ჰქონდა, როგროც მეუფე ისაიას, ისე მეუფე დანიელსაც.
მღვდელმთავარი რეფორმების აუცილებლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ მომავალში ამასთან დაკავშირებით რუის-ურბნისის საეკლესიო კრება უნდა იყოს მოწვეული.
მე ჩემი ხედვები უკე წერილობით მაქვს დაფიქსირებული და ალბათ გაფართოებულ სხდომაზე ვიტყვი. ახლა დროშ ვერ ჩავეტევი. ცვლილებები უნდა მოხდეს, რეფორმები უნდა გატარდეს რა თქმა უნდა ძალიან ბევრი მიმართულებით, ჩვენ გვაქვს რუის ურბნისის საეკლესიო კრება და ეს კრება აუცილებლად უნდა ჩატარდეს მომავალში. (საგარეო ჩარებზე რას იტყვით ეკლესიაში?) ნუ ფაქტიურად, ეს ყველამ ვიცით, რომ არის ჩარევები და ხდება კიდეც. ზეწოლაც ხდება და ჩარევებიც ხდება. კონკრეტულად ვერაფერს გამოვყოფიდი.
მე მინდოდაა, რომ მიეღო მონაწილეობა მეუფე დანიელსაც და მეუფე ისაისაც. წესდება ითვალისწინებდა ამას, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს წესდება შესაცვლელია და უნდა შევცვალოთ მომავალში, რადგან ეს შეღუდვები არ უნდა იყოს, არც წლოვანებასთან და არც სასულიერო დიპლომთან დაკავშირებით”, – თქვა მეუფე იობმა.




