პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მერეთში სასაფლაოსთან მისასვლელი გზის მოწყობა მიმდინარეობს

მერეთში სასაფლაოსთან მისასვლელი გზის მოწყობა მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, მერეთში სასაფლაოსთან მისასვლელი გზის მოწყობა მიმდინარეობს.
მათივე ინფორმაციით, გზის მონაკვეთის სიგრძე 198 მეტრია.
პროექტის მიხედვით მოეწყობა: ასფალტის საფარი ტრანსპორტის სავალ ნაწილზე. სანიაღვრე სისტემა, ლითონის ცხაურები სანიაღვრეზე საჭიროების მიხედვით, ეზოებში შესასვლელები, მიერთებები და საგზაო ნიშნები.
„სამუშაოების ღირებულება 154000 ლარია. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს.
გზის მონაკვეთზე ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა. სამუშაოების დასრულების შემდეგ ადგილობრივებს გადაადგილებისას პრობლემები აღარ შეექმნებათ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 სექტემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.