ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მერაბ მეტრეველი: კაი, კაცო და ჩვენ რომ გეუბნებოდით ნახევარი თქვენი მთავრობა კორუმპირებულიაო...

მერაბ მეტრეველი: კაი, კაცო და ჩვენ რომ გეუბნებოდით ნახევარი თქვენი მთავრობა კორუმპირებულიაო...
ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი:
ირაკლი კობახიძე უკრაინის უსაფრთხოების ძალების მიერ დავით არახამიას ოფისში ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციაზე:
„გახსოვთ, რომ კონკრეტული ადამიანები იყვნენ საქართველოში გმირებად გამოცხადებული კონკრეტული ჯგუფების მხრიდან, ესენი არიან რადიკალური ჯგუფები და ახლა ამ ადამიანების დიდი ნაწილი არის ზოგი კორუფციაში მხილებული, ზოგი სხვა გადაცდომაში. ჩვენ ყოველთვის ვეუბნებოდით სიმართლეს ქართულ საზოგადოებას და აქაც ირკვევა ის, რომ რასაც ჩვენ ვამბობდით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ის ყოფილა თურმე სიმართლე. კონკრეტული ადამიანების უკან იდგა კონკრეტული მანკიერი ინტერესები და ამის გამოხატულებაა ის პროცესები, რომლებიც ახლა წარიმართება უკრაინაში.“
კაი, კაცო და ჩვენ რომ გეუბნებოდით ნახევარი თქვენი მთავრობა კორუმპირებულიაო, თქვენ კი ისინი გმირებად გყავდათ გამოცხადებული და ახლა ყველანი დაიჭირეთ, ეს რაზე მეტყველებს?
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.