მერაბ მეტრეველი: ბატონო ჯემალ, ვინც მაგ კომისიაზე დაგიბარათ, 12 წლის მერე რომ გაახსნდით, როცა პოლიტიკური საჭიროება დაინახეს…

“ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე “მაგნატის” მფლობელს, ჯემალ ლეონიძეს ვუსმენ, რომელიც ყვება, როგორ წაართვეს ბიზნესი წინა ხელისუფლების დროს (ამ საქმეზე ჯერ კიდევ ნაცების დროს მეც ბევრი მისაუბრია) და ერთ ეპიზოდში ამბობს: როცა ციხეში ვიყავი, 2011 წელს ჩემს საქმეზე კარგი საგამოძიებო ფილმი გადაიღო სტუდია “მონიტორმა” და ქალბატონმა Nino Zuriashvili -მა, ახლა არ ვიცი სადაა ეს ქალბატონი, აღარ ჩანსო.
სადაა ბატონო ჯემალ და ვინც მაგ კომისიაზე დაგიბარათ, 12 წლის მერე რომ გაახსნდით, როცა პოლიტიკური საჭიროება დაინახეს, აი მაგ ხალხს ყავთ გამოცხადებული უცხო ქვეყნის აგენტად,” – წერს სოციალურ ქსელში მერაბ მეტრეველი.
შეგახსენებთ, შპს “მაგნატის” მესაკუთრემ, ბიზნესმენმა ჯემალ ლეონიძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ბიზნესზე ზეწოლის ერთ-ერთ საქმეს განიხილავენ განაცხადა, რომ პატიმრობის დროს მის ოჯახს პარტნიორებიდან არავინ დახმარებია. როგორც მან აღნიშნა, , რომელიც ასევე მისი პარტნიორი იყო და დღეს მზია ამაღლობელს გულშემატკივრობს, თავად ლეონიძეს ციხეში ყოფნის დროს არაფრით დახმარებია.

ასევე დაგაინტერესებთ

კობა კობალაძე – დამოუკიდებლობით გაბრუებულმა საქართველომ 1992 წელს არაკეთილმოსურნეებს დაუჯერა და მიიღო არასწორი გადაწყვეტილება – რაც უფრო მეტად გინდა მშვიდობა, მით მეტად უნდა იყო მზად არასტანდარტული ქმედებებისათვის

რომან გოცირიძე: ადვილი არ არის ორ დღეში დაახლოებით ერთი მილიონი ლარის ღირებულების 300 ტონა საწვავის გაყიდვა და ადგილზე მიტანა. ამას 9 უზარმაზარი, 35 ტონიანი ნავთობმზიდი სჭირდება. დავსვათ რამდენიმე კითხვა…