ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბიზნესმენი ჯემალ ლეონიძე: ხაზარაძე დღეს ქალბატონ მზია ამაღლობელს გულშემატკივრობს ციხეში და "პერედაჩებს" უგზავნის - მე მოწილე ვიყავი და ერთი კილო ვაშლი არ მოუტანია და ოჯახში არ გაუგზავნია 100 ლარი, რომ ცოდვაა ის კაცი და მიხედეთო

ბიზნესმენი ჯემალ ლეონიძე: ხაზარაძე დღეს ქალბატონ მზია ამაღლობელს გულშემატკივრობს ციხეში და "პერედაჩებს" უგზავნის - მე მოწილე ვიყავი და ერთი კილო ვაშლი არ მოუტანია და ოჯახში არ გაუგზავნია 100 ლარი, რომ ცოდვაა ის კაცი და მიხედეთო

შპს "მაგნატის" მესაკუთრემ, ბიზნესმენმა ჯემალ ლეონიძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ბიზნესზე ზეწოლის ერთ-ერთ საქმეს განიხილავენ განაცხადა, რომ პატიმრობის დროს მის ოჯახს პარტნიორებიდან არავინ დახმარებია. როგორც მან აღნიშნა, მამუკა ხაზარაძე, რომელიც ასევე მისი პარტნიორი იყო და დღეს მზია ამაღლობელს გულშემატკივრობს, თავად ლეონიძეს ციხეში ყოფნის დროს არაფრით დახმარებია.

"ბატონი ხაზარაძე დღეს ქალბატონ ამაღლობელ მზიას გულშემატკივრობს ციხეში და "პერედაჩებს" უგზავნის და მე მოწილე ვიყავი და ერთი კილო ვაშლი არ მოუტანია, არ გამოუგზავნია და ოჯახში არ გაუგზავნია 100 ლარი, რომ ცოდვაა ის კაცი და მიხედეთო", - აღნიშნა ჯემალ ლეონიძემ.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს, ბიზნესმენს ქონება ჩამოართვეს და დააპატიმრეს. ლეონიძე წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან ერთად, ქონების წართმევაში მამუკა ხაზარაძეს ადანაშაულებს.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.