მერაბ დვალიშვილმა UFC-ის ჩემპიონის ქამარი დაიცვა

მერაბ დვალიშვილი კვლავ UFC-ის სუპერმსუბუქი დივიზიონის ჩემპიონია. ქართველმა „მანქანამ” რუსი უმარ ნურმაგომედოვი მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა და ჩემპიონის ქამარი პირველად დაიცვა.
მერაბ დვალიშვილმა დღევანდელ ბრძოლაში UFC-ის რეკორდიც დაამყარა – ქართველი მებრძოლს ლიგის ისტორიაში უკვე ყველაზე მეტი, ჯამში 91 გდება აქვს შესრულებული.
ორთაბრძოლის შემდეგ დვალიშვილმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ ის ფავორიტი არ იყო, მაგრამ შრომით ყველას დაუმტკიცა, რომ ჩემპიონის ტიტულის ღირსია.
„როდესაც ბრძოლას 6 კვირით ადრე დავთანხმდი, ტრავმირებული ვიყავი. ფეხი მქონდა ნატკენი და ნაკერები მედო, თუმცა ვიცოდი, რომ UFC-ის ვჭირდებოდი.
უმარი ძლიერი მებრძოლია. მან მე მოხუცი მიწოდა. დიახ, მოხუცი ვარ, მაგრამ ყოველდღე ვვარჯიშობ. მჯერა, რომ შრომითა და საკუთარი თავის რწმენით, ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია.
მთელი მსოფლიო ჩემ წინააღდეგ იყო, ფავორიტად არ ვითვლებოდი, მაგრამ ეს არ მაინტერესებს, მე საკუთარი თავის რწმენა მაქვს“, – თქვა მერაბ დვალიშვილმა.
მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) ლიგაში საქართველოს კვლავ ორი მოქმედი ჩემპიონი ჰყავს:
· მერაბ დვალიშვილი;
· ილია თოფურია.
ილია თოფურია სოციალურ ქსელ „X“-ში გამოეხმაურა მერაბ დვალიშვილის გამარჯვებას:
„მერაბ, ძმაო, რა მებრძოლი ხარ, შენით ვამაყობთ. ეს ხდება, როცა დაღესტნური ჭიდაობა ხვდება ქართულ ჭიდაობას“, – დაწერა თოფურიამ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან