ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა და სატიტულო ქამარი წარმატებით დაიცვა

მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა და სატიტულო ქამარი წარმატებით დაიცვა

მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა და სატიტულო ქამარი წარმატებით დაიცვა.
„აშშ-ში, კალიფორნიაში, არენა Intuit Dome-ზე გამართულ UFC 311-ის ღონისძიებაზე ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონის ქამარი პირველად დაიცვა. მან ოქტაგონზე რუსეთის სახელით მოასპარეზე უმარ ნურმაგომედოვი ხუთრაუნდიან ბრძოლაში, მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა და MMA-ს ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა.
აღსანიშნავია, რომ 34 წლის მერაბ დვალიშვილმა UFC-ში ზედიზედ მეთორმეტე ბრძოლა მოიგო.
შეგახსენებთ, რომ UFC-ში ორი ქართველი ჩემპიონია. მერაბ დვალიშვილი შარშან სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონის ქამრისთვის ოქტაგონზე ამერიკელ შონ ო’მალის დაუპირისპირდა და UFC-ის ჩემპიონობა მოიპოვა. 2024 წლის თებერვალში ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა ილია თოფურია. ის პირველი ქართველი მებრძოლია, რომელმაც UFC-ის ჩემპიონობა იზეიმა. ჩემპიონის ქამრისთვის ბრძოლაში მან ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა“, – ნათქვამია სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.