მერაბ დვალიშვილი - ჩემი ოცნებისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდიოდი, დავამტკიცე, რომ საუკეთესო ვარ - შონი კარგია, მაგრამ დღეს ჩვეულებრივ ბიჭად ვაქციე

ამ ოცნებისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდიოდი - დავამტკიცე, რომ დღესდღეობით საუკეთესო ვარ, - ამის შესახებ UFC-ის ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მას თავისუფლად შეუძლია, 15 რაუნდიან ბრძოლას გაუძლოს.
"ამ ოცნებისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდიოდი. შონი კარგია, მაგრამ დღეს ჩვეულებრივ ბიჭად ვაქციე. დავამტკიცე, რომ დღესდღეობით საუკეთესო ვარ. შედეგით გაკვირვებული საერთოდ არ ვარ. სპორტდარბაზში როგორც წონით დიდ, ასევე პატარა ბიჭებთან ვვარჯიშობ, თავისუფლად შემიძლია 15 რაუნდიან ბრძოლას გავუძლო", - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა.
ცნობისთვის, დღეს მერაბ დვალიშვილმა შონ ო'მალი დაამარცხა და UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.