"მეგონა, ამ არასწორს მოლოცვა უნდოდა, მაგრამ..." - რას აცხადებს მერაბ დვალიშვილი მის სავარაუდო მომდევნო მეტოქეზე?

UFC-ის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება, რომელშიც ჩანს, რომ ამავე დივიზიონის მებრძოლი უმარ ნურმაგომედოვი მერაბისთვის მისალოცადაა მისული.
"ეს იყო პიტერიანის ბრძოლის შემდეგ. მეგონა, ამ არასწორს მოლოცვა უნდოდა, მაგრამ შემდეგ გაირკვა, ჩემი ბრძოლაში გამოწვევა უნდოდა. ასეც მოხდა, მეორე დღეს UFC ამ ბრძოლაზე კონტრაქტი გამომიგზავნა და ფაქტობრივად, მიჩალიჩებდა ყველა. რადგან 2 თვეში ისევ უნდა მებრძოლა ურეიტინგო ძლიერ მებრძოლთან, მაშინ, როცა ვერც დასვენებას მოვასწრებდი და ვერც მომზადებას ახალი ბრძოლისთვის. მე ზედიზედ 9 გამარჯვება მქონდა მოპოვებული. რეიტინგშიც N1 ვიყავი. უმარს
დიდი ამბიციები და სპორტული უპატივცემულობა ამოძრავებდა ჩემ მიმართ", - წერს დვალიშვილი.
უმარ ნურმაგომედოვი პერსპექტიულ მებრძოლად ითვლება. მიუხედავად ამისა, მას ჯერჯერობით ტოპ 15-ში მხოლოდ ერთი მებრძოლი, კორი სენთჰეგენი ჰყავს დამარცხებული.
მოამზადა გიორგი ყარმაზანაშვილმა
"ო'მალის ბრძოლისას ამიტომ ვაკოცე" - რას აცხადებს მერაბ დვალიშვილი?
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.