ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მეორე ოქროს მოლოდინში - შავდათუაშვილი თბილისის გრანდ-სლემის ფინალშია!

თბილისის გრანდ-სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს ტატამზე 12 ქართველი სპორტსმენით წარდგა, მათგან კი მედლებისთვის ორი ძიუდოისტი იბრძოლებს.
-73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილს ფინალში ვიხილავთ. ლაშამ მეოთხედფინალში სამხრეთკორეელი კანგი იპონით დაამარცხა, ნახევარფინალში კი ისრაელელ ტოჰალ ბუტბულს სძლია.
-81 კილოგრამ წონით კატეგორიაში დიმიტრი გოჩილაიძე მეოთხედფინალში ასევე ისრაელის წარმომადგენელ საგი მუკისთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.
შეგახსენებთ, ფინალური ბლოკი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.