ლაშა შავდათუაშვილი თბილისის „გრანდ სლემის“ ჩემპიონია

თბილისის გრანდ სლემის მეორე დღეს ლაშა შავდათუაშვილმა (-73 კგ) კარიერის მეხუთე და თბილისის გრანდ სლემის მეორე ოქროს მედალი მოიპოვა.
ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი, ქართველი ძიუდოისტი ასპარეზობას მეორე წრიდან შეუდგა. ფინალამდე ლაშა შავდათუაშვილმა გერმანელი იგორ ვანდტკე, ირლანდიელი ჯოშუა გრინი, მეოთხედფინალში – კორეელი ჰონჯეოლ კანგი, ნახევარფინალში კი ებრაელი ტოჰარ ბუტბული დაამარცხა. ძიუდოისტმა ფინალში ნეიტრალური ათლეტის სტატუსით მოასპარეზე კარენ გალსტიანი დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.
შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ დღეს „გრანდ სლემზე“ გამარჯვება კარიერაში პირველად იზეიმა ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ). ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში კანადელი ჯესიკა კლიმკლეიტი დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.
თბილისის „გრანდ სლემის“ მიმდინარეობის მეორე დღეს სახელოვანი ქართველი ძიუდოისტის, ავთანდილ ჭრიკიშვილის, სპორტიდან გაცილების ცერემონია გაიმართა. ავთანდილ ჭრიკიშვილს მსოფლიოს ჩემპიონატებზე ერთი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი აქვს მოპოვებული. ის ევროპის ჩემპიონი სამჯერ გახდა, ვიცეჩემპიონობა კი ერთხელ იზეიმა. „გრანდ სლემზე“ სხვადასხვა დროს მან სამი ოქროს, ერთი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
თბილისი „გრანდ სლემს“ მეოთხედ მასპინძლობს. ტურნირი 22-24 მარტს „თბილისი არენაზე“ იმართება და მასში 83 ქვეყნის ძიუდოისტები მონაწილეობენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ