ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“მემგონი… შეიძლება…” – კალაძე “რევოლუციაზე და აგენტურაზე”

“მემგონი… შეიძლება…” – კალაძე “რევოლუციაზე და აგენტურაზე”

თბილისის მერი, კახა კალაძე, ტვ იმედის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა:
„მემგონი ყველამ ყველაფერი ვიცოდით, თუ როგორ ხდებოდა ზოგადად ამ ფონდებიდან ადამიანების დაფინანსება. ეს თანხები მიემართებოდა ძირითადად იმისთვის, რომ მათ ქვეყანაში შეექმნათ აგენტურა და როდესაც დასჭირდებოდათ, ამ ადამიანებს, სხვადასხვა ორგანიზაციებს გამოიყენებდნენ მათთვის სასურველ დროს; გამოიყენებდნენ ქვეყნის წინააღმდეგ. ამ ყველაფრით შეეძლოთ, ქვეყანაში მოეწყოთ რევოლუცია, დაპირისპირება, რომლის არაერთი მცდელობა ვიხილეთ. კარგად იცის საზოგადოებამ, თუ ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან, რა ფონდები იყო და საიდან მოდიოდა ეს დაფინანსებები. არ მიკვირს, რომ ინდივიდუალურ დონეზეც, ადამიანებს უხდიდნენ ხელფასებს. შეიძლება ეს დღესაც გრძელდება და არსებობენ კონკრეტული პიროვნებები – შეიძლება ეს იყოს ჟურნალისტი, ე.წ. ექსპერტი ან კიდევ რომელიღაც სფეროს წარმომადგენელი, ვინც ხელფასზე ეჯდათ წლების განმავლობაში. ეს უბრალოდ აგენტურული ქსელის შექმნის ჩვეულებრივი მეთოდებია“, – განცხადა კახა კალაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.