ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კახა კალაძე - ელენე ხოშტარია არავის არაფერში სჭირდება - წამება მათი ხელწერა იყო, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ, ისინი აწამებდნენ, კლავდნენ, აუბედურებდნენ

კახა კალაძე - ელენე ხოშტარია არავის არაფერში სჭირდება - წამება მათი ხელწერა იყო, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ, ისინი აწამებდნენ, კლავდნენ, აუბედურებდნენ

ელენე ხოშტარია არავის არაფერში არ სჭირდება - წამება მათი ხელწერა იყო, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ, ისინი აწამებდნენ, კლავდნენ, აუბედურებდნენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც დაკავების შემდეგ არასათანადო მოპყრობის შესახებ ელენე ხოშტარიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ხელწერა ადამიანების წამება არ არის.
„ჩვეულებრივი სისულელეა, ელენე ხოშტარია არავის არაფერში არ სჭირდება და არც წამება. წამება მათი ხელწერა იყო, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ. ისინი აწამებდნენ, კლავდნენ, აუბედურებდნენ. ეს იყო კონკრეტული, რეალური ფაქტები, არსებობს კონკრეტული ადამიანები, კადრები, თუ როგორ ხდებოდა ადამიანების წამება.
ეს ჩვეულებრივად მოგონილია და პოლიტიკური სპეკულაციაა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციებია. ამდენი წელია ხელისუფლებაში ვართ, არასდროს არავის არავინ არ უწამებია. ეს არ არის “ქართული ოცნების” ხელწერა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ვინც აწამებდა, კლავდა, აუბედურებდა, ზუსტად ეს რადიკალური დაჯგუფება იყო, რომელიც მაშინ ხელისუფლებაში იყო. დღეს შეიძლება სხვადასხვა სახელებით გამოდიან, მაგრამ მაშინ ერთნი იყვნენ - „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენდნენ და ეს მათი ხელწერა იყო. მიუხედავად განსხვავებული მოსაზრებებისა, პოლიტიკური შეხედულებებისა, ჩვენ ყველას ვუდგებით კანონის და კონსტიტუციის ჩარჩოებში, ფარგლებში”, - განაცხადა კალაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.