მელიქ-აზარიანცის სახლის სარდაფების შესახებ (ვიდეო)

ავტორი: თათია ღვინერია, ხელოვნებათმცოდნე

უამრავი ლეგენდა არსებობდა მელიქ-აზარიანცის სახლის სარდაფის შესახებ, რომელიც აზარიანცსა და მის შემოსავლიან სახლს იდუმალებით ავსებდა. თუმცა ამ ლეგენდების წარმოშობის მიზეზი საკმაოდ ბანალურია – სარდაფი წლების განმავლობაში ნაგვით იყო სავსე და მასში ჩასვლას ვერავინ ახერხებდა. თუმცა, გადმოცემით ცნობილი იყო, რომ შენობას მიწის ქვეშ ორსართულიანი მდიდრული სარდაფები ჰქონია.

მელიქ-აზარიანცის სახლი, თავისი სარდაფებით, „სილქ როუდ ჯგუფის“ მფლობელობაშია. შენობა კომპლექსურ სარესტავრაციო სამუშაოებს მოითხოვს. პირველი ეტაპი  ნაგებობის ნაგვისგან გაწმენდა  და გვიანი მინაშენებისგან გასუფთავებაა. „სილქ დეველოპმენტის“ მიერ ჩასატარებელი სამუშაოების პირველი ეტაპი სწორედ სარდაფების გაწმენდასა და ეზოს მხარეს საბჭოთა პერიოდის კონსტრუქციის მოხსნას ითვალისწინებდა, რის შედეგადაც,  ორდონიანი, უმნიშვნელოვანესი სივრცე გამოჩნდა, რამაც უამრავ კითხვას გასცა პასუხი და ამავდროულად, დაადასტურა შენობის ძალზედ მაღალი მხატვრული თუ არქიტექტურული ღირებულებაც.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა ბუჩუკური: წინა ხელისუფლებისთვის ომის დაწყების დაბრალება ძალიან დიდი ტვირთია საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. სააკაშვილს კი არა, საკუთარ ქვეყანას აბრალებენ ომის დაწყებას (ვიდეო)