ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მელანია ტრამპმა საკუთარი კრიპტოვალუტა $MELANIA გამოუშვა, რომელმაც ქმრის მემკოინის ფასი 40%-ით შეამცირა

მელანია ტრამპმა საკუთარი კრიპტოვალუტა $MELANIA გამოუშვა, რომელმაც ქმრის მემკოინის ფასი 40%-ით შეამცირა

მელანია ტრამპმა საკუთარი კრიპტოვალუტა $MELANIA გამოუშვა, რომელმაც ქმრის მემკოინის ფასი 40%-ით შეამცირა. ამის შესახებ Hindustan Times წერს.
მელანია ტრამპმა საკუთარი კრიპტოვალუტის $MELANIA მემკოინის გამოშვების შესახებ 19 იანვარს განაცხადა.
„მელანიას ოფიციალური მემი უკვე იყიდება! თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ $MELANIA ახლავე”, – წერს მელანია ტრამპი X-ზე.
მელანია ტრამპის კრიპტოვალუტის ვებსაიტზე ნათქვამია, რომ $MELANIA შეიქმნა Solana-ს ბლოკჩეინზე.
მელანია ტრამპის კრიპტოვალუტის გამოჩენამდე ცოტა ხნით ადრე, დონალდ ტრამპმა თავისი მემკოინი $TRUMP გამოუშვა, რომელიც გახდა ყველაზე სწრაფად მზარდი აქტივი ორი დღის განმავლობაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.