ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპმა საკუთარი კრიპტოვალუტის, $TRUMP-ის გამოშვების შესახებ განაცხადა

დონალდ ტრამპმა საკუთარი კრიპტოვალუტის, $TRUMP-ის გამოშვების შესახებ განაცხადა

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ მედიაში გამოაცხადა საკუთარი კრიპტოვალუტის გაშვების შესახებ, სახელწოდებით $TRUMP-ი. პირველ დღეს მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება 200 მილიონი მონეტა, ხოლო სამი წლის განმავლობაში მთლიანი მიწოდება ერთ მილიარდამდე გაიზრდება.
გაშვებიდან პირველ საათებში $TRUMP-ის მემკოინის კაპიტალიზაციამ სამ მილიარდ დოლარს მიაღწია, საათ-ნახევრის შემდეგ კი ოთხ მილიარდს გადააჭარბა.
პროექტის ვებგვერდი შექმნილია ტრამპის სტილში და შეიცავს ფრაზას "ბრძოლა, ბრძოლა, ბრძოლა", რომელიც ტრამპმა 2024 წლის ზაფხულში მკვლელობის მცდელობის შემდეგ წარმოთქვა.
ტრამპმა, რომელმაც ადრე კრიპტოვალუტებს თაღლითობა უწოდა, საარჩევნო კამპანიის დროს აზრი შეიცვალა. პირობა დადო, რომ შეერთებულ შტატებს "კრიპტოვალუტის მსოფლიო დედაქალაქად" აქცევს და ბიტკოინის ეროვნულ რეზერვს დააგროვებს.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.